სამმაისობა

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout


იმერიკის დედაქალაქში ყოველ 3 მაისს იმართება გაზაფხულის დღესასწაული, რომლის დროსაც ახალგაზრდობისათვის ერთ-ერთი ყველაზე სახალისო თამაშია "აირჩიე მეწყვილე". მონაწილეები შემთხვევითად ირჩევენ ნომერს მწკრივში და დგომის მიმართულებას: აღმოსავლეთისკენ უნდა დადგნენ პირით თუ დასავლეთისაკენ. მწკრივის ფორმირების შემდეგ განიხილება 3 შემთხვევა: ა) თუ ერთმანეთის პირისპირ (ანუ ერთმანეთის მეზობლად და პირით ერთმანეთისაკენ) აღმოჩნდება გოგო და ბიჭი, ისინი მიდიან დისკოთეკაზე და საღამომდე ერთად უნდა იცეკვონ; ბ) თუ ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდება ორი გოგონა, ისინი მიდიან ბადმინტონის სათამაშოდ; გ) თუ ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდება ორი ბიჭი, მათ ეძლევათ ფასდაკლების ბარათი ცნობილ საქაბაბეში. მწკრივიდან წყვილების გასვლის შემდეგ მწკრივი მჭიდროვდება და შემჭიდროვების შედეგად წარმოქმნილ ახალ მეზობლებზეც იგივე წესები ვრცელდება. ყველა მონაწილეს, რომელიც მეწყვილის გარეშე დარჩება, ეძლევა უიღბლობის დამადასტურებელი მოწმობა. დაწერეთ პროგრამა, რომელიც გამოითვლის, თუ რა რაოდენობის მონაწილე მოხვდება თითოეულ კატეგორიაში. 

შესატანი მონაცემები: პირველ სტრიქონში ერთი მთელი რიცხვი N (2<N<=1000000). მომდევნო N სტრიქონიდან თითოეულში ორო-ორი მთელი რიცხვი: პირველი რიცხვი აღნიშნავს მონაწილე გოგონაა თუ ბიჭი. გოგონა აღნიშნული 1-ით, ბიჭი - 2-ით. მეორე რიცხვი აღნიშნავს მონაწილის დგომის მიმართულებას: 1 - პირით მარჯვნივ და 2 - პირით მარცხნივ.

გამოსატანი მონაცემები: ოთხი მთელი რიცხვი, სადაც პირველი სამი არის წყვილების რაოდენობა თითოეულ კატეგორიაში იმ თანმიმდევრობით, როგორც ეს ამოცანაშია ჩამოთვლილი და მეოთხე რიცხვი - უიღბლოთა რაოდენობა.




მაგალითები

შესატანი მონაცემები
10 2 1 2 2 1 1 1 2 1 2 2 1 2 1 1 1 2 1 1 1 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
0 1 1 6 დაკოპირება