ყურადღება! საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში. ყველა საკითხთან დაკავშირებით დაგვიკავშირდით ქვემოთ მოცემული ჩათით ან შემდეგ მეილზე takalandzet@gmail.com

Informatics.ge-ს ძველი ვერსია

ჩარხები

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout


ხის დასამუშავებელ ქარხანაში გადაიარაღება მიმდინარეობს. მხერხავ ჩარხს, რომლებიც მორს გაურანდავ ფიცრებად ხერხავს, გადაკეთება არესაჭიროება. სამაგიეროდ, ტექნიკური პარამეტრები გაუმჯობესებას ითხოვს ფიცრის სარანდი ჩარხები, მაგრამ  მუშაობა მთლიანად რომ არ შეწყდეს, ერთი ასეთი ჩარხი გადასაკეთებლად არ წაიღეს.

დროის ერთეულში თითო მხერხავი ჩარხი თითო გაურანდავ ფიცარს უშვებს, ხოლო სარანდი ჩარხი ასევე 1 ფიცარს რანდავს. ფიცრის სიგრძეს  არცერთი ჩარხისათვის მნიშვნელობა არა აქვს. შრომის მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად გადაწყვიტეს, რომ სარანდმა ჩარხმა დახერხილ ფიცრებს შორის მოცემული მომენტისათვის ყველაზე გრძელი ფიცარი დაამუშაოს. სარანდი ჩარხი მუშაობასმხერხავ ჩარხებზე დროის 1 ერთეულით გვიან იწყებს და ამთავრებს. მაშასადამე, დროის N+1 ერთეულში მხერხავი ჩარხები ერთად 5*N ცალ ფიცარს დაამზადებს, ხოლო სარანდი ჩარხი კი N ცალ ფიცარს დაამუშავებს.

დაწერეთ პროგრამა, რომელიც გამოითვლის სარანდი ჩარხის მიერ დამუშავებული ფიცრების საერთო სიგრძეს.


შესატანი მონაცემები:

პირველ სტრიქონში მოცემულია ერთი მთელი რიცხვი N (2<=N<=100000). მომდევნო 5*N რაოდენობის სტრიქონიდან თითოეულშიჩაწერილია თითო მთელი დადებითი რიცხვი k (1<=k<=1000), რომელთაგან პირველი 5 შეესაბამება დროის პირველ ერთეულში მხერხავი ჩარხების მიერ დამზადებული ფიცრების სიგრძეებს, მეორე ხუთი – დროის მეორე ერთეულში დამზადებული ფიცრების სიგრძეებს და ა.შ.


გამოსატანი მონაცემები:

ერთადერთ სტრიქონში უნდა ჩაიწეროს ერთი მთელი რიცხვი – სარანდი ჩარხის მიერ დამუშავებული ფიცრების საერთო სიგრძე.




მაგალითები

შემომავალი მონაცემები

2 24 7 8 56 12 5 7 23 21 18

გამავალი მონაცემები

80