კომპანია "კიმპალი"

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 256 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout


კომპანია "კიმპალი" წიპწის მსხვილი იმპორტიორია. ის წელიწადში  ახორციელებს N ოპერაციას და მთელ მსოფლიოში აგზავნის წიპწას სპეციალური კონტეინერებით, რომლებიც თანმიმდევრობით აქვს გადანომრილი აქვს დაწყებული 1-დან. კომპანიას ჰყავს M შემკვეთი, რომლებიც ასევე გადანომრილია 1-დან M-მდე. აღრიცხვის გასაიოლებლად "კიმპალი" კონტეინერებს აგზავნის მკაცრად ზრდადი თანმიმდევრობით, ნომრის გამოტოვების გარეშე. მაგალითად, თუ პირველი მოთხოვნა 17 კონტეინერის რაოდენობით განახორციელა შემკვეთმა ნომერმა #5-მა, კომპანია მას გაუგზავნის კონტეინერებს ნომრებით 1-დან 17-მდე (17-ის ჩათვლით), ხოლო თუ მეორე მოთხოვნა 22 კონტეინერის რაოდენობით განახორციელა შემკვეთმა ნომერმა #19-მა, კომპანია მას გაუგზავნის კონტეინერებს ნომრებით 18-დან 39-მდე (39-ის ჩათვლით) და ა.შ. წლის ბოლოს საგადასახადო ინსპექცია ინტერესდება, თუ რომელ შემკვეთს გაეგზავნა ეს თუ ის კონტეინერი და Q ასეთი შეკითხვისაგან შედგენილ კითხვარს. დაწერეთ პროგრამა, რომელიც გასცემს პასუხს ამ შეკითხვებს.

შესატანი მონაცემები: პირველ სტრიქონში სამი მთელი რიცხვი - N, M და Q (1<=N,M,Q<=100000) - ოპერაციების რაოდენობა, შემკვეთების რაოდენობა და  შეკითხვების რაოდენობა. მომდევნო N სტრიქონში აღწერილია ოპერაციები. თითო ოპერაცია აღიწერება ორი მთელი რიცხვით: პირველი რიცხვით მოცემულია მოთხოვნილი კონტეინერების რაოდენობა და მეორე რიცხვით შემკვეთის ნომერი. მომდევნო Q სტრიქონში მოცემულია შეკითხვები. შეკითხვა აღიწერება ერთი მთელი რიცხვით, რომელიც აღნიშნავს საგადასახადო ინსპექციისაათვის საინტერესო კონტეინერის ნომერს. იმპოტირებული კონტეინერების ჯამური რაოდენობა არ აღემატება მილიონს.

გამოსატანი მონაცემები: Q სტრიქონიდან თითოეულში გამოიტანეთ თითო მთელი რიცხვი, რომელიც აღნიშნავს იმ შემკვეთის ნომერს, რომელსაც გაეგზავნა შესაბამისი კონტეინერი.




მაგალითები

შესატანი მონაცემები
5 3 5 5 2 4 3 4 1 3 3 2 1 1 11 8 13 6 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
2 1 3 1 3 დაკოპირება