შემთხვევითი რიცხვები

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout


ბუბამ ისწავლა შემთხვევითი რიცხვების გენერაცია და ახლა სურს, რომ სტატისტიკურად გამოიკვლიოს ეს პროცესი. ის აგენერირებს N ცალ შემთხვევით რიცხვს, რომელთა მნიშვნელობაც მოთავსებულია 1-დან 1000-მდე. ბუბას აინტერესებს ორი მახასიათებელი: 1) რამდენი განსხვავებული რიცხვი დაგენერირდა კონკრეტული ცდის დროს; 2) რამდენჯერ გვხვდება ყველაზე მეტჯერ დაგენერირებული რიცხვი (ან რიცხვები). დაწერეთ პროგრამა, რომელიც გადაწყვეტს ამ ამოცანას.

შესატანი მონაცემები: პირველ სტრიქონში ერთი მთელი რიცხვი N - დაგენერირებული რიცხვების რაოდენობა. მეორე სტრიქონში N ცალი მთელი რიცხვი.

გამოსატანი მონაცემები: ორი მთელი რიცხვი - განსხვავებული რიცხვების რაოდენობა და რამდენჯერ გვხვდება ყველაზე მეტჯერ დაგენერირებული რიცხვი (ან რიცხვები).




მაგალითები

შესატანი მონაცემები
7 5 2 2 6 2 5 2 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
3 4 დაკოპირება