დროის ლიმიტი: 1 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: stdin
გამომავალი მონაცემები: stdout
წყარო: USACO, 2004/05, NOV, QUAL
ჯონმა შარშან ბიზნესში იხეირა. ამჟამად კი მას მოგების დაბანდება სურს. მან მთელი M თანხის რაოდენობა (100<=M<=1,000,000) შეიტანა ბანკში, სადაც გაიცემა მოგების წლიური პროცენტი R (0<= R <= 20) განაკვეთის ოდენობით.
აგრეთვე ცნობილია, თუ რამდენი მთელი Y (0<=Y<=400) წლის განმავლობაში აპირებს ჯონი ფულის დაბანდებას. გამოითვალეთ, რა თანხის პატრონი იქნება ჯონი ბოლო წლის დასასრულს. ამობეჭდეთ პასუხის მთელი ნაწილი დამრგვალების გარეშე, თუ ცნობილია რომ პასუხი მოთავსდება 32 თანრიგიან მთელ რიცხვში.
შეტანის ფორმატი:
* სტრიქონი 1: ჰარით გამოყოფილი სამი მთელი რიცხვი R, M და Y.
გამოტანის ფორმატი:
* სტრიქონი 1: ერთი მთელი- რამდენი დოლარი ექნება ჯონს ინვესტირების დასასრულს.
შესატანი მონაცემები
5 5000 4 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
6077 დაკოპირება
შემოდის 5% წლიური განაკვეთი, თანხა 5000, 4 წლის განმავლობაში.
წელი 1: 1.05 * 5000 = 5250
წელი 2: 1.05 * 5250 = 5512.5
წელი 3: 1.05 * 5512.50 = 5788.125
წელი 4: 1.05 * 5788.125 = 6077.53125
6077.53125 ის მთელი ნაწილია 6077.