გუბურების დათვლა

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout

წყარო: USACO, 2004/05, NOV, QUAL


 ბოლო ხანს მოსული უხვი წვიმების გამო ფერმერ ჯონის ნაკვეთი ადგი-ადგილ წყლით დაიფარა. ჯონის ნაკვეთი არის მართკუთხედი და შედგება N x M (1 <= N <= 100; 1 <= M <= 100) კვადრატისაგან. თითოეული კვადრატი არის ან წყლით დაფარული ('W') ან  მშრალი ('.'). ფერმერ ჯონს უნდა, რომ დაითვალოს, სულ რამდენი გუბურაა მის ნაკვეთში. გუბურა  არის წყლით დაფარული მეზობელი კვადრატების გაერთიანება, რომელიც შემოსაზღვრულია ხმელეთით ან ნაკვეთის საზღვრით. მეზობელ კვადრატებად ითვლება არა მარტო საერთო გვერდის, არამედ საერთო წვეროს მქონე კვადრატებიც.

 მოცემულია ფერმერ ჯონის ნაკვეთის დიაგრამა, უნდა განსაზღვროთ, რამდენი გუბურაა მასზე.

შეტანის ფორმატი:

 * სტრიქონი 1: ჰარით გამოყოფილი ორი მთელი რიცხვი: N და M

 * სტრიქონები 2..N+1: M ცალი სიმბოლო თითოეულ სტრიქონში, რომელიც წარმოადგენს ჯონის ნაკვეთის ჰორიზონტალურ ხაზს. თითოეული სიმბოლო არის 'W' ან '.'. სიმბოლოები ჰარით არ არის გამოყოფილი.

 

გამოტანის ფორმატი:

 * სტრიქონი 1: გუბურების რაოდენობა ჯონის ნაკვეთში.

 

 

 




მაგალითები

შესატანი მონაცემები
10 12 W........WW. .WWW.....WWW ....WW...WW. .........WW. .........W.. ..W......W.. .W.W.....WW. W.W.W.....W. .W.W......W. ..W.......W. დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
3 დაკოპირება

შენიშვნა

სულ სამი გუბურაა: ერთი არის მარცხენა ზედა კუთხესთან, მეორე მარცხენა ქვედა კუთხესთან, მესამე კი მარჯვენა კიდის გასწვრივ.