დროის ლიმიტი: 1 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 1 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: stdin
გამომავალი მონაცემები: stdout
აკვარიუმში ოქროს თევზების ნორმალურად გამრავლებისათვის აუცილებელია, რომ ერთ თევზზე 3 ლიტრი წყალი მოდიოდეს. დაწერეთ პროგრამა, რომელიც V ლიტრი ტევადობის მქონე აკვარიუმისა და N ცალი ოქროს თევზისათვის დაადგენს, რამდენი თევზის გადაყვანაა საჭირო სხვა ადგილას, რომ მოცემულ აკვარიუმში თევზებს გამრავლების ნორმალური პირობა შეექმნათ.
შესატანი მონაცემები: ერთადერთ სტრიქონში მოცემულია ჰარით გაყოფილი ორი მთელი რიცხვი V და N (1 ≤ V, N ≤ 1018 ).
გამოსატანი მონაცემები: თუ აკვარიუმიდან საჭიროა ოქროს თევზების ნაწილის სხვა ადგილას გადაყვანა, პროგრამამ ერთ სტრიქონში გამოიტანოს ჰარით დაშორებული YES და გადასაყვანი თევზების მინიმალური რაოდენობა, ხოლო თუ არცერთი თევზის გადაყვანა არაა საჭირო, პროგრამამ გამოიტანის NO.
შესატანი მონაცემები
12 5 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
YES 1 დაკოპირება
შესატანი მონაცემები
128 39 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
NO დაკოპირება