ძროხების სტენოგრაფია

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout

წყარო: USACO, 2002/03, FALL, ORANGE


 ძროხებს არასწორად ესმით მნიშვნელობა სიტყვისა “სტენოგრაფია”. მათ ჰგონიათ, რომ ეს ნიშნავს შემდეგი სახის მოქმედებათა ჩატარებას:მოცემულ სტრიქონში, რომელიც შეიცავს არაუმეტეს 250 ცალ ლათინური ანბანის ნუსხურ [`a'..`z'] ასოს, ვპოულობთ ყველაზე ბევრჯერ განმეორებად სიმბოლოს (იმ შემთხვევაში, თუ ასეთი რამდენიმეა, მათ შორის იმას ავარჩევთ, რომელიც ლათინური ანბანის ჩამონათვალში უფრო წინ დგას). მოცემული სტრიქონიდან ამოვყრით შერჩეულ სიმბოლოს. დავბეჭდავთ მიღებულ სტიქონს. იგივე პროცედურას გავიმეორებთ მანამ, სანამ არ ამოვყრით ყველა სიმბოლოს (მაგრამ ცარიელ სტრიქონს არ დავბეჭდავთ).

ძროხებს, რა თქმა უნდა, არასწორი წარმოდგენა აქვთ სტენოგრაფიაზე, მაგრამ ამასობაში დიდებული ამოცანა მივიღეთ. ამოხსენით ის.

შეტანის ფორმატი:

შეტანის ფაილი წარმოადგენს ერთ სტრიქონს.

გამოტანის ფორმატი:

კლებადი სიგრძის სტრიქონთა თანმიმდევრობა. ცალკეული სტრიქონი ცალკეულ ხაზში.

 

 

 

 

 




მაგალითები

შესატანი მონაცემები
maryhadalittlelambitsfleecewaswhite დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
mryhdlittlelmbitsfleecewswhite mryhdlittllmbitsflcwswhit mryhdittmbitsfcwswhit mryhdimbisfcwswhi mryhdmbsfcwswh mrydmbsfcwsw rydbsfcwsw rydbfcww rydbfc rydfc rydf ryf ry y დაკოპირება