დროის ლიმიტი: 1 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: stdin
გამომავალი მონაცემები: stdout
წყარო: USACO, 2002/03, FALL, ORANGE
ძროხები აკეთებენ N x N (3 <= N <= 100) კროსვორდის ამოცანებს და თქვენი დახმარება სჭირდებათ კროსვორდის სიძნელის გასარკვევად.
განვიხილოთ შემდეგი ტიპის კროსვორდი (სადაც `-' აღნიშნავს ცარიელ, ხოლო `#' გაფერადებულ უჯრას):
- - - - #
- - # # -
- - - - -
- # # - -
# - - - -
სიტყვა არანაკლებ ორი სიმბოლოს სიგრძისა უნდა იყოს და კროსვორდში მათი ჩასმა უნდა მოხდეს ტრადიცული წესების მიხედვით. მოცემულ მაგალითში 5 ჰორიზონტალური და 4 ვერტიკალური სიტყვაა. თქვენი ამოცანაა, წაიკითხოთ კროსვორდი და გამოთვალოთ ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ სიტყვათა რაოდენობები.
შეტანის ფორმატი:
* სტრიქონი 1: ერთი მთელი რიცხვი: N
* სტრიქონები 2..N+1: N ცალი სიმბოლო, რომელთაგან თითოეული არის `-' ან `#' და ქმნიან კროსვორდს.
გამოტანის ფორმატი:
ერთი სტრიქონი ჰარით გამოყოფილი ორი მთელი რიცხვით:
* ჰორიზონტალურ სიტყვათა რაოდენობა
* ვერტიკალურ სიტყვათა რაოდენობა
შესატანი მონაცემები
5 ----# --##- ----- -##-- #---- დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
5 4 დაკოპირება