დროის კონვერტაცია

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout

წყარო: USACO, 2002/03, FALL, ORANGE


ფერმერი ჯონი მომავალი სამი თვის განმავლობაში აპირებს მოგზაურობას შეერთებული შტატების ფარგლებში. მას ესაჭიროება თქვენი დახმარება დროის ზონებში გასარკვევად. ფერმერი ჯონი იმოგზაურებს მხოლოდ ქვეყნის კონტინენტურ ნაწილში, ამიტომ მას მოუწევს მხოლოდ ოთხ ზონაში ყოფნა: აღმოსავლეთის, ცენტრალურ, მთიანსა და წყნარი ოკეანის ზონებში. ნუ მიიღებთ მხედველობაში ზაფხულის/ზამთრის დროის ცვლილებას. ფერმერი ჯონი მთლად კარგად ვერ ერკვევა დროის ზონებში, მაგრამ მან იცის შემდეგი ცხრილი:

როცა წყნარი ოკეანის ზონაში არის      5:00 AM

მაშინ მთიანში არის              6:00 AM

ცენტრალურში                    7:00 AM

აღმოსავლეთისაში               8:00 AM

მოცემულია რაღაც დრო ერთ_ერთი დროითი ზონის მიხედვით. თქვენ უნდა გადაიყვანოთ ეს დრო სხვა დროის ზონაში. დრო მოცემულია შემდეგნაირად: საათი:წუთი და შემდეგ AM ან PM. შუადღის შემდეგ დრო მოცემულია, როგორც 1:20 PM და არა 13:20 PM. გაითვალისწინეთ, რომ 11:59 AM_დან 1 წუთის შემდეგ არის 12:00 PM, ხოლო 11:59 PM_დან 1 წუთის შემდეგ არის 12:00 AM.

შეტანის ფორმატი:

* სტრიქონი 1: მოცემული დრო (ზემოაღწერილი სახით)

* სტრიქონი 2: მოცემული დროითი ზონა (ოთხი დროითი ზონის სახელიდან ერთ_ერთი: 'Pacific', 'Mountain', 'Central, 'Eastern')

* სტრიქონი 3: სხვა დროითი ზონა, რომელშიც უნდა გადაიყვანოთ მოცემული დრო (ერთ_ერთი ზემომოცემული ოთხი ზონიდან)

გამოტანის ფორმატი:

ერთი სტრიქონი კონვერტირებული დროით. არ ინაღვლოთ, თუ თუ კონვერტირებული დრო გადადის სხვა დღეში.

 

 

 




მაგალითები

შესატანი მონაცემები
10:15 PM Pacific Central დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
12:15 AM დაკოპირება