ხეივანი

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout


ამერიკის პრინცესა იმერიკის პრინცს მიჰყვება ცოლად! ქორწინების ცერემონიალის დროს შენიშნეს, რომ ისინი ზუსტად ერთნაირი სიმაღლის არიან. ამ ამბით გულაჩუყებულმა იმერიკის მეფემ გადაწყვიტა, რომ პრინცესას საყვარელ ხეივანში, რომელიც ხეების ორი მწკრივისაგან შედგება, მოპირდაპირე  ხეების ყველა წყვილი ერთნაირი სიმაღლის გახადონ. მებაღეს, ცხადია არ აქვს ტექნოლოგია, რომელიც დაბალ ხეს მომენტალურად გაზრდიდა რაიმე სიმაღლემდე, ამიტომ მან მაღალი ხეები უნდა გადახერხოს და მათი სიმაღლე დაიყვანოს წყვილში უფრო დაბალი ხის სიმაღლეზე. დაწერეთ პროგრამა, რომელიც გამოითვლის გადახერხილი ნაწილების ჯამურ სიგრძეს.

შესატანი მონაცემები: პირველ სტრიქონში ერთი მთელი რიცხვი N - თითოეულ მწკრივში ხეების რაოდენობა. მომდევნო N სტრიქონიდან თითოეულში ორ-ორი რიცხვი - შესაბამის წყვილში შემავალი ხეების სიმაღლეები (რომლებიც უნდ გაათანაბრონ). არცერთი მონაცემის სიდიდე არ აღემატება 100-ს.

გამოსატანი მონაცემები: ერთი მთელი რიცხვი - მოხერხილი  ნაწილების ჯამური სიგრძე.




მაგალითები

შესატანი მონაცემები
4 7 3 2 4 5 5 8 11 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
9 დაკოპირება