ორადგილიანი ნავი

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout


ბუბა, კობა და ბაკური ცდილობენ მდინარის გადაცურვას ორადგილიანი ნავით. ცხადია, რომ ჯერ ორი მათგანი უნდა გადავიდეს მეორე ნაპირზე, მერე ერთ-ერთი დაბრუნდეს უკან მარტო და მესამე მეგობარიც გადაიყვანოს. პრობლემას ჰქმნის ის, რომ ნავი გათვლილია N კილოგრამზე და თუ მგზავრების ჯამური წონა N-ზე უფრო მეტი აღმოჩნდება, ნავი ჩაიძირება. დაწერეთ პროგრამა, რომელიც გამოითვლის, შეძლებს თუ არა სამივე მეგობარი მეორე ნაპირზე გადასვლას, თუ მათი წონები არის შესაბამისად A, B და C.

შესატანი მონაცემები: ერთ სტრიქონში 4 მთელი რიცხვი: N, A, B და C. არცერთი მათგანი არ აღემატება 300-ს.

გამოსატანი მონაცემები: გამოიტანეთ "YES", თუ მეგობრებს შეუძლიათ მდინარის მეორე ნაპირზე გადასვლა და "NO" - წინააღმდეგ შემთხვევაში.




მაგალითები

შესატანი მონაცემები
150 60 70 80 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
YES დაკოპირება
შესატანი მონაცემები
150 80 90 80 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
NO დაკოპირება