დროის ლიმიტი: 2 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 256 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: stdin
გამომავალი მონაცემები: stdout
მასწავლებელმა ახალ წელს უცნაური საჩუქარი მიიღო სტუდენტებისგან - N ცალი ჯოხისაგან შედგენილი შეკვრა. ჯოხები ხასიათდებიან სიგრძეებით. მასწავლებელმა გადაწყვიტა რომ საჩუქარი გაკვეთილის ჩატარებაში გამოეყენებინა, და მოსწავლეებს დაუსვა კითხვა, თუ რამდენი კვადრატის შედგენა არის შესაძლებელი ზუსტად 6 ჯოხის გამოყენებით.
შენიშვნა : აგების გზები განსხვავებულია თუ 1 მაინც განსხვავებული ჯოხი აქვთ.
შესატანი მონაცემები: პირველი სტრიქონში გადმოგეცემათ ერთი მთელი რიცხვი n (6 <= n <= 3000) - ჯოხების რაოდენობა. მეორე სტრიქონში გადმოგეცემათ ჰარით გამოყოფილი n ცალი მთელი რიცხვი, რომლებიც ჯოხების სიგრძეებს აღნიშნავენ (1 <= ჯოხის სიგრძე <= 10^7)
გამოსატანი მონაცემები: გამოიტანეთ ერთი მთელი რიცხვი, რომელიც აღნიშნავს 6 ჯოხით კვადრატის აგების განსხვავებული გზების რაოდენობას.
შესატანი მონაცემები
8 4 5 1 5 1 9 4 5 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
3 დაკოპირება
შესატანი მონაცემები
6 1 2 3 4 5 6 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
0 დაკოპირება
ამოცანის პირობა და ტესტები მოგვაწოდა ნიკა ადეიშვილმა.