მომღერალ ვაჟთა გუნდი

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout


ღონისძიების წინ მომღერალ ვაჟთა გუნდის ინსტრუქტორს სურს, რომ მათი კონცერტი იდეალური გამოვიდეს. ამისათვის ის ცდილობს, რომ მათი სიმღერა სასიამოვნო მოსასმენი გახადოს. მან ვაჟები სცენაზე ერთმანეთის გასწვრივ, შემთხვევითობის პრინციპით დააყენა. ყმაწვილებზე მრავალწლიანი დაკვირვების შემდეგ ინსტრუქტორმა შენიშნა, რომ ორი ვაჟის ერთდროულად ნამღერს მაშინ აქვს სასიამოვნო ჟღერადობა, როდესაც ამ ორ ყმაწვილს შორის მდგარ არცერთ ბიჭუნას არ აქვს როგორც პირველზე, ასევე მეორე ბიჭუნაზე მაღალი ხმის ტონალობა.  თქვენი დავალებაა დათვალოთ ისეთი წყვილების რაოდენობა, რომელთა ნამღერსაც სასიამოვნო ჟღერადობა ექნება.  

 შენიშვნები: 

 Ø  ორი მეზობელი ვაჟის ნამღერს ყოველთვის სასიამოვნო ჟღერადობა ექნება. 

 Ø  წყვილი (1, 2) და წყვილი (2, 1) ერთი და იგივეა და საბოლოო პასუხის გამოტანისას ასეთი შემთხვევები ორჯერ არ უნდა მიათვალოთ.  

  შემომავალი მონაცემები: პირველი ხაზი: მთელი რიცხვი n (2 ≤ n ≤ 106), რომელიც აღნიშნავს ვაჟების რაოდენობას. მეორე ხაზი: n ცალი რიცხვი, რომლებიც აღნიშნავენ ვაჟების ხმის ტონალობებს (1 ≤ t ≤ 109).  

 გამომავალი მონაცემები:  ისეთი წყვილების რაოდენობა, რომელთა ნამღერსაც სასიამოვნო ჟღერადობა ექნება.  

 

 




მაგალითები

შესატანი მონაცემები
4 5 3 4 2 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
4 დაკოპირება
შესატანი მონაცემები
5 9 4 4 7 6 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
7 დაკოპირება

შენიშვნა

განმარტება: პირველ მაგალითში სასიამოვნოდ ჟღერადი წყვილები იქნებიან ისინი, რომელთა ინდექსებიცაა: (0, 1) (0, 2) (1, 2) და (2, 3).  

მეორე მაგალითში სასიამოვნოდ ჟღერადი წყვილები იქნებიან ისინი, რომელთა ინდექსებიცაა: (0, 1) (0, 2) (0, 3) (1, 2) (1, 3) (2, 3) (3, 4). 

 

 

 

ამოცანის პირობა და ტესტები მოგვაწოდა თამარ დავითაიამ.