დროის ლიმიტი: 1 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: stdin
გამომავალი მონაცემები: stdout
თავისუფალ უნივერსიტეტში ახალი ლექტორი მოიყვანეს. ამ უნივერსიტეტში სტუდენტის ზოგადი შეფასების სისტემა ესეთია : 1) ყველა სტუდენტი იღებს ნიშანს 0 დან 100-ის ჩათვლით. 2) ნებისმიერი ქულა 40 ის დაბლა ჩამჭრელ ქულად ითვლება.
ახალი ლექტორის ჰობია სტუდენტების ნიშნების შემდეგი წესების თანახმად დამრგვალება: 1) თუ სტუდენტის ნიშანსა და მასზედიდ უახლოეს 5-ის გამყოფ რიცხვს შორის სხვაობა 3-ზე ნაკლებია, ნიშანს ამრგვალებს შემდგომ უახლოეს 5-ის გამყოფზე. 2)თუ სტუდენტის ნიშანი 38-ზე ნაკლებია არანაირი დამრგვალება არ ხდება და ეს ნიშანი ჩამჭრელ ნიშნად რჩება. მაგალითად ნიშანი=84 დამრგვალდება 85-ამდე. ნიშანი=29 არ დამრგვალდება არაფრამდე იმიტომ რომ იგი 40-ზე ნაკლებია.
დაწერეთ პროგრამა, რომელიც სტუდენტების ნიშნების მოცემულ სიმრავლეს დაამრგვალებს ზემოთ მოცემული წესების მიხედვით.
შესატანი მონაცემები: პირველ სტრიქონში ერთი მთელი რიცხვი N (1<=N<=60) – შემოსული რიცხვების რაოდენობა, მომდევო სტრიქონებში N ცალი მთელი რიცხვი - თითოეული სტუდენტის ნიშანი.
გამოსატანი მონაცემები: ერთ სტრიქონში N მთელი რიცხვი - დამრგვალებული ნიშნები.
შესატანი მონაცემები
4 73 67 38 33 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
75 67 40 33 დაკოპირება
ამოცანის პირობა და ტესტები მოგვაწოდა ნიკა საკანდელიძემ.