დროის ლიმიტი: 1 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 1 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: stdin
გამომავალი მონაცემები: stdout
წყარო: USACO, 2005/06, NOV, BRONZE
ფერმერმა ჯონმა შეიძინა მისი მეურნეობის სატელიტური ფოტო W x H (1 <= W <= 80, 1 <= H <= 1000) რაოდენობის წერტილებით და უნდა განსაზღვროს უდიდესი საძოვარი. ცალკეული საძოვრის ნებისმიერი ორი წერტილი შეიძლება დავაკავშიროთ ერთმანეთთან ვერტიკალური და ჰორიზონტალური მონაკვეთების კომბინაციით. ფოტო არის ციფრულად გადიდებული და აჩვენებს მთლიან მიდამოს. საძოვრის ადგილი ფოტოზე ჩანს როგორც ვარსკვლავი '*', ხოლო ის ადგილი, სადაც საძოვარი არ არის ფოტოზე ჩანს, როგორც '.'.
ქვემოთ მოცემულია სატელიტური ფოტოს მაგალითი:
..*.....**
.**..*****
.*...*....
..****.***
..****.***
ამ ფოტოზე ნაჩვენებია 3 საძოვარი: 4, 16 და 6 წერტილიანი. დაეხმარეთ ფერმერ ჯონს იპოვოს უდიდესი მათ შორის.
შეტანის ფორმატი:
* სტრიქონი 1: ორი მთელი რიცხვი: W და H.
* სტრიქონები 2..H+1: ყოველი ხაზი შეიცავს W რაოდენობის "*" და/ან "." სიმბოლოს.
გამოტანის ფორმატი:
* სტრიქონი 1: უდიდესი საძოვრის წერტილების რაოდენობა.
შესატანი მონაცემები
10 5 ..*.....** .**..***** .*...*.... ..****.*** ..****.*** დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
16 დაკოპირება