დროის ლიმიტი: 1 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: stdin
გამომავალი მონაცემები: stdout
ბუბას აქვს შოკოლადების სამი განსხვავებული პაკეტი, რომელიც უნდა გაუნაწილოს თავის k და-ძმას. ბუბამ გადაწყვიტა, რომ თითოეული პაკეტიდან შოკოლადები თანაბრად გაუნაწილოს და-ძმებს, ხოლო ნაშთი თავისთვის დაიტოვოს. დაწერეთ პროგრამა, რომელიც გამოითვლის, თუ რამდენი შოკოლადი შეხვდება ბუბას.
შესატანი მონაცემები: პირველ სტრიქონში ერთი მთელი რიცხვი k (0<k<20). მეორე სტრიქონში სამი მთელი რიცხვი - თითოეულ პაკეტში შოკოლადების რაოდენობა, რომელიც არ აღემატება 100000-ს.
გამოსატანი მონაცემები: ერთი მთელი რიცხვი - შოკოლადების რაოდენობა, რომელიც დარჩა ბუბას.
შესატანი მონაცემები
4 15 3 16 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
6 დაკოპირება