არითმეტიკული ოპერაციები

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout


ბუბა სწავლობს არითმეტიკულ ოპერაციებს. მასწავლებელმა მას რვეულში ჩაუწერა ორი რიცხვი (პირველი რიცხვი მეტია მეორეზე) და ამ ორი რიცხვისთვის ბუბამ უნდა გამოთვალოს ოთხი ოპერაციის შედეგი: ა) ჯამი; ბ) სხვაობა; გ) ნამრავლი; დ) ნაშთი. რიცხვები საკმაოდ დიდია, ამიტო დაწერეთ პროგრამა, რომელიც შეამოწმებს ბუბას გამოთვლების სისწორეს.

შესატანი მონაცემები: ერთადერთ სტრიქონში ორი მთელი რიცხვი. თითოეული მათგანის მნიშვნელობა არ აღემატება 2 მილიარდს.

გამოსატანი მონაცემები: 4 სტრიქონში 4 მთელი რიცხვი (თითო სტრიქონში - თითო) იმ თანმიმდევრობით, როგორც ეს პირობაშია ჩამოთვლილი.




მაგალითები

შესატანი მონაცემები
13 5 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
18 8 65 3 დაკოპირება