დროის ლიმიტი: 1 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 256 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: stdin
გამომავალი მონაცემები: stdout
a მასივს v მნიშვნელობით დომინანტური ვუწოდოთ მაშინ და მხოლოდ მაშინ, როცა a მასივში v -ს ტოლი მნიშვნელობის ელემენტის სიხშირე მეტია სხვა დანარჩენებზე. მაგალითად [1,1,2,3] დომინანტურია მნიშვნელობით 1, [2,2,3,3,4,2] დომინანტურია მნიშვნელობით 2 და ა.შ.
ერთი ზომის მასივი დომინანტურად არ ითვლება. ასევე არაა დომინანტური [2,2,3,3].
მარიამი მასწავლებელს ბევრ კითხვებს უსვამდა, ამიტომ მასწავლებელმა მას რათა გაეჩუმებინა დავალება მისცა: დაუწერა სია, და მოსთხოვა მოეძებნა ყველაზე მცირე ზომის დომინანტური მასივი და ეთქვა მისი სიგრძე. მარიამმა დასახმარებლად თქვენ მოგმართათ. თქვენი უნდა დაწეროთ პროგრამა, რომელიც მასწავლებლის მიერ მიცემულ დავალებას ამოხსნის.
შესატანი მონაცემები: პირველ სტრიქონში ერთი მთელი რიცხვი N (1<= N <= 105) - მასივში ელემენტების რაოდენობა. მეორე სტრიქონში N ცალი მთელი რიცხვი. 1<= a[i] <= N.
გამოსატანი მონაცემები: გამოიტანეთ გადმოცემულ მასივში ყველაზე პატარა ქვემასივის სიგრძე, რომელიც იქნება დომინანტური.
შესატანი მონაცემები
8 6 2 6 5 6 3 1 2 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
3 დაკოპირება
ამოცანის პირობა და ტესტები მოწოდებულია არჩილ რობაქიძის მიერ.