დანტე კიბეზე

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout


სამოთხეში ამავალი კიბე ჯოჯოხეთშიც ჩადის. ზესკნელი დადებითი რიცხვითი მნიშვნელობის მქონე საფეხურებია, ქვესკნელი - უარყოფითი, შუასკნელს კი 0 შეესაბამება. ალიგიერი ამ კიბეზე შემოსული მითითებების მიხედვით ადის და ჩადის.  მითითებები U და D ასოებისგან შედგენილი სტრიქონის სახით შემოდის (U - სვლა ზევით, D - ქვევით). რენესანსის პოეტს ურჩევნია რაც შეიძლება მრავალჯერ მოხვდეს ადამიანების სამყოფელში, შუასკნელში. მას მხოლოდ შეუძლია აირჩიოს საფეხური, რომლიდანაც მოძრაობას დაიწყებს. დაეხმარეთ დანტეს რთული გზის შემსუბუქებაში. დაწერეთ პროგრამა, რომელიც გამოითვლის თუ რომელ საფეხურზე უნდა დაიწყოს მან მოძრაობა, რომ ყველაზე ხშირად ესტუმროს ნულოვან საფეხურს. თუ ასეთი საფეხური რამდენიმეა, გამოიტანეთ ყველაზე დაბალი საფეხური. ნასტუმრებ საფეხურებში შედის საწყისიც.

შესატანი მონაცემები:

სტრიქონი 1:  ერთი მთელი რიცხვი n (1 <= n <= 10 000) - სტრიქონის სიგრძე.

სტრიქონი 2: U და D სიმბოლოებისაგან შედგენილი სტრიქონი.

გამოსატანი მონაცემები:

ორი, სფეისით დაშორებული მთელი რიცხვი, საიდანაც პირველი აღნიშნავს რამდენჯერ ეწვია (მაქსიმუმ რამდენჯერ შეეძლო სწვეოდა) დანტე შუასკნელს, მეორე - საწყის საფეხურს.




მაგალითები

შესატანი მონაცემები
5 UUDUD დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
3 -1 დაკოპირება

შენიშვნა

ამოცანის პირობა და ტესტები მოწოდებულია ირაკლი გუნაშვილის მიერ.