დროის ლიმიტი: 1 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: stdin
გამომავალი მონაცემები: stdout
Informatics.ge-მ უმასპინძლა გუნდურ ოლიმპიადას პროგრამირებაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო N გუნდმა (3 ≤ N ≤ 100000). ოლიმპიადა ჩატარდა 2 რაუნდად. მეორე რაუნდში გადავიდნენ გუნდები, რომელთა მიერ პირველ რაუნდში დაგროვილი ქულები არ იყო საერთო ჯამში ყველა გუნდის მიერ დაგროვილი ქულების საშუალო არითმეტიკულზე ნაკლები.
მოცემული გვაქვს გუნდების სახელები და მათ მიერ თითოეულ რაუნდში დაგროვილი ქულები. გიორგის აინტერესებს, მონაწილეებიდან ვინ გავიდა მე-X ადგილზე (1 ≤ X ≤ N). დაეხმარეთ გიორგის და დაწერეთ პროგრამა, რომელიც გამოთვლის რომელი გუნდი გავიდა მე-X ადგილზე.
შემავალი მონაცემები:
სტრიქონი 1: მთელი რიცხვი N (3 ≤ N ≤ 100000), ოლიმპიადაზე მონაწილე გუნდების რაოდენობა და მთელი რიცხვი X (1 ≤ X ≤ N), რომელ ადგილზე გასული გუნდიც გვაინტერესებს.
სტრიქონები 2..N+1: გუნდის სახელი და გუნდის მიერ პირველ რაუნდში მიღებული ქულა P (0 ≤ P ≤ 100).
სტრიქონები N+2-დან: ერთ ან რამდენიმე სტრიქონში შემოდის მეორე რაუნდში გუნდების მიერ დაგროვებული ქულები (მხოლოდ ქულები), რომლებიც დალაგებულია პირველი რაუნდის შედეგების კლებადობის მიხედვით, ანუ მე-M სტრიქონი შეიცავს პირველ რაუნდში პირველ ადგილზე გასული გუნდის, მე-M+1 სტრიქონი მეორე ადგილზე გასული გუნდის, ხოლო მე-M+Z მე-Z+1 ადგილზე გასული გუნდების ქულებს.
გამომავალი მონაცემები:
ერთადერთ სტრიქონში გამოიტანეთ ჰარით დაშორებული მე-X ადგილზე გასული გუნდის სახელი და ორივე რაუნდში დაგროვებული ჯამური ქულა.
ყურადღება: პასუხის გამოტანისას გაითვალისწინეთ ის გუნდებიც, რომლებიც ვერ გავიდნენ მეორე რაუნდში. ასევე გაითვალისწინეთ რომ, თუ რამდენიმე გუნდმა დააგროვა ტოლი ქულა, ისინი საბოლოო სიაში დალაგებული იქნებიან გუნდის სახელების ლექსიკოგრაფიული თანმიმდევრობით.
შესატანი მონაცემები
3 2 CST1 100 CST2 90 CST3 80 80 100 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
CST1 180 დაკოპირება
განმარტება: ამ შემთხვევაში მეორე რაუნდში გადავიდა მხოლოდ ორი გუნდი: CST1 და CST2, რადგან მხოლოდ მათ გადალახეს ზღვარი ( (100+90+80)/3=90). ადგილები კი შემდეგნაირად განაწილდა:
შემდეგ 2 სტრიქონში შემოდის მეორე რაუნდში გადასული გუნდების ქულები მათი ადგილების მიხედვით:
● CST1 80 ქულა
● CST2 100 ქულა
საბოლოოდ შედეგები ასე განაწილდა:
ამიტომ გამომავალი მონაცემებია CST2 180, რადგან მე-2 ადგილზე სწორედ ეს გუნდი გავიდა.
ამოცანა და ტესტები მოამზადა თემურ თაკალანძემ.