დროის ლიმიტი: 1 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: stdin
გამომავალი მონაცემები: stdout
მოცემულია n(1<=n<=99, n კენტია) ელემენტისაგან შედგენილი მასივი. მასივის ყველა ელემენტი წყვილ-წყვილად განსხვავებულია. ბუბას სურს, რომ მასივის რიცხვებისაგან ააგოს "მთა", რომელსაც ექნება შემდეგი თვისებები: ა) მასივის პირველი წევრი იქნება მასივის უმცირესი ელემენტი; ბ) მასივის შუა ელემენტი იქნება მასივის უდიდესი ელემენტი; გ) მასივის პირველი ნახევარი იქნება იქნება ზრდადი, ხოლო მეორე ნახევარი - კლებადი; დ) მასივის მარჯვენა ნახევარში შემავალი ელემენტების ჯამი მაქსიმალურად აღემატება მასივის მარცხენა ნაწილში შემავალი ელემენტების ჯამს. დაწერეთ პროგრამა, რომელიც მოცემული მასივისაგან მიიღებს ზემოთ აღნიშნული თვისებების მქონე მასივს.
შემავალი მონაცემები: პირველ სტრიქონში ერთი მთელი რიცხვი n. მეორე სტრიქონში n ცალი განსხვავებული რიცხვი.
გამომავალი მონაცემები: მასივი ზემოთ აღწერილი თვისებებით.
შესატანი მონაცემები
5 9 7 3 15 6 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
3 6 15 9 7 დაკოპირება