დროის ლიმიტი: 1 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: stdin
გამომავალი მონაცემები: stdout
ბოროტმა ჯადოქარმა პატარა ჯონი კოშკში დაატყვევა. ჯონის თავის დაღწევის ერთადერთი გამოსავალი აქვს - მან მათემატიკური ამოცანა უნდა ამოხსნას, რომელსაც ჯადოქარი დაავალებს. ამოცანა ასეთია: გვაქვს რიცხვების გარკვეული მიმდევრობა. უნდა შევამოწმოთ ამ მიმდევრობის პირველი სამი წევრი და წავშალოთ მისი მედიანა. ეს მოქმედება უნდა გავაგრძელოთ იქამდე, სანამ მიმდევრობიდან 2 რიცხვი არ დარჩება.
ჯონი ძალიან სუსტია გამოთვლაში, ამიტომ დახმარება ჩვენ გვთხოვა.
შესატანი მონაცემები:
პირველ სტრიქონში მოცემულია ერთი მთელი რიცხვი T (1<=T<=20) - ამოცანების რაოდენობა.
ყოველი ამოცანისათვის პირველ სტრიქონში N (3<=N<=100) - მიმდევრობის სიგრძე და მეორე სტრიქონში N ცალი რიცხვი 1..1000 დიაპაზონიდან.
გამოსატანი მონაცემები:
გამოიტანეთ მიღებული ახალი მიმდევრობა, რომელიც ზუსტად 2 ზრდადობით დალაგებული წევრისაგან შედგება.
შესატანი მონაცემები
3 3 2 5 3 5 2 5 3 1 3 10 38 9 102 10 96 7 46 28 88 13 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
2 5 1 5 7 102 დაკოპირება
პირველ შემთხვევაში ვშლით 3-ს, რადგან ის 2 3 5 მასივის მედიანაა და მიღებული მიმდევრობაა 2 5. მეორე შემთხვევაში საწყისი მიმდევრობაა: 2 5 3 1 3. პირველი სამი რიცხვიდან ჯერ წაიშლება 3. მიიღება მიმდევრობა 2 5 1 3. პირველ სამეულში მედიანაა 2 და ის წაიშლება. მივიღებთ: 5 1 3, საიდანაც წაიშლება 3 და დარჩება 5 1.
ამოცანა და ტესტები მოგვაწოდა არტურ ზახარიანმა.