დროის ლიმიტი: 1 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: stdin
გამომავალი მონაცემები: stdout
სანდრო აპირებს მიიღოს მონაწილეობა კონტესტში 2019 წლის ბოლო დღეს. კონტესტი დაიწყება 20:00-ზე და გაგრძელდება ოთხი საათი. იქნება n ცალი პრობლემა, რომლების სირთულის მიხედვით იქნება დალაგებული, მაგალითად პირველ პოზიციაზე არის ყველაზე ადვილი ამოცანა, ხოლო n პოზიციაზე არის ყველაზე რთული ამოცანა. სანდრომ იცის რომ i-ური ამოცანის ამოსახსნელად მას სჭირდება 5 * i წუთი. სანდროს მეგობრები აწყობენ საახალწლო წვეულებას და სანდროს უნდა რომ იქ მივიდეს, სანამ 24 საათი შესრულდება. მას სჭირდება k წუთი სახლიდან წვეულებამდე მისასვლელად.
რამდენი ამოცანის ამოხსნას შეძლებს სანდრო, თუ მას სურს წვეულებაზეც წასვლა?
შესატანი მონაცემები: ერთადერთ სტრიქონში შემოდის ორი რიცხვი: n და k (1<= n <=10, 1<= k <= 240) – ამოცანების რაოდენობა კონტესტში და წუთების ოდენობა, რამდენიც სანდროს ჭირდება წვეულებაზე მისასვლელად.
გამოსატანი მონაცემები: დაბეჭდეთ ერთი მთელი რიცხვი, მაქსიმალური შესაძლო ამოხსნების რაოდენობა, რამდენის ამოხსნაც სანდროს შეუძლია ისე, რომ წვეულებაზე არ დააგვიანოს.
შესატანი მონაცემები
3 222 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
2 დაკოპირება
ამოცანა და ტესტები მოგვაწოდა ლევან გოგოლაძემ