აფამოფოცაფანაფა

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout

წყარო: COCI, 2008/09, #3


ლუკა ისევ ოინბაზობს ქიმიის გაკვეთილზე. განტოლებების დაბალანსების ნაცვლად ის ფურცელზე კოდირებულ სიტყვებს წერს. ლუკა ცვლის თითოეულ სიტყვას წინადადებაში და ყოველი ხმოვნის ('a', 'e', 'i', 'o' და 'u') შემდეგ ის ამატებს 'p' სიმბოლოს და იმავე ხმოვანს. მაგალითად სიტყვა "kemija" გარდაიქმნება სიტყვად "kepemipijapa", ხოლო სიტყვა "paprika" გადაკეთდება "papapripikapa"–ად. მასწავლებელმა ლუკას ჩამოართვა ფურცელი და ახლა სურს გაშიფროს ჩანაწერი.

დაწერეთ პროგრამა, რომელიც გაშიფრავს ლუკას ჩანაწერს.

შესატანი მონაცემები: კოდირებული წინადადება მოცემულია ერთ სტრიქონში. წინადადება შეიცავს მხოლოდ მცირე ლათინურ სიმბოლოებს და ჰარებს. სიტყვები დაშორებულია მხოლოდ თითო ჰარით. სიმბოლოების რაოდენობა არ აღემატება 100–ს.

          გამოსატანი მონაცემები:  ერთ სტრიქონში გამოიტანეთ გაშიფრული წინადადება.




მაგალითები

შესატანი მონაცემები
zepelepenapa papapripikapa დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
zelena paprika დაკოპირება
შესატანი მონაცემები
bapas jepe doposapadnapa opovapa kepemipijapa დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
bas je dosadna ova kemija დაკოპირება