პრეფიქს-სუფიქსი

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout

წყარო: USACO, 2009/10, OKT, QUAL


მოცემულია ორი სტრიქონი (რომელთა სიგრძეც არ აღემატება 80 სიმბოლოს). ბუბამ შეამჩნია, რომ პირველი სტრიქონის გარკვეული სიგრძის პრეფიქსი ემთხვევა მეორე სტრიქონის ამავე სიგრძის სუფიქსს და პირიქით, მეორე სტრიქონის გარკვეული სიგრძის პრეფიქსი ემთხვევა პირველის სუფიქსს. ბუბას აინტერესებს ამ ორიდან უდიდესის სიგრძე. დაწერეთ პროგრამა, რომელიც გადაწყვეტს ამ პროგრამას.

მაგალითად, თუ გვაქვს სტრიქონები abcxxxxabcxabcd და abcdxabcxxxxabcx. პირველი სტრიქონის მაქსიმალური პრეფიქსი, რომელიც მეორის სუფიქსს ემთხვევა არის abcxxxxabcx (სიგრძე 11), ხოლო მეორე სტრიქონის მაქსიმალური პრეფიქსი, რომელიც პირველის სუფიქსს ემთხვევა არის abcd (სიგრძე 4). მათ შორის უდიდესია 11.




მაგალითები

შესატანი მონაცემები
abcxxxxabcxabcd abcdxabcxxxxabcx დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
11 დაკოპირება