დროის ლიმიტი: 1 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 512 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: cin
გამომავალი მონაცემები: cout
რაგბისტები დიდი ტურნირისთვის ემზადებიან და ვარჯიშობენ ზუსტ პასებში. მწვრთნელმა N (3 <= N <= 1000) რაგბისტი ერთ მწკრივში დააყენა. თითოეული მათგანი დგას რიცხვითი ღერძის მთელკოორდინატიან წერტილში. მწვრთნელი მოითხოვს, რომ ეფექტურია მხოლოდ ისეთი პასები, როცა რაგბისტთა სამეული (X,Y,Z) ასრულებს 2 პასს შემდეგი პირობებით:
დაეხმარეთ მწვრთნელს დათვალოს ისეთი (X,Y,Z) სამეულები, რომლებსაც შეუძლიათ
განახორციელონ ეფექტური პასების წყვილი.
შეტანის ფორმატი:
სტრიქონი 1: რაგბისტთა რაოდენობა N.
სტრიქონები 2..1+N: თითოეული სტრიქონი შეიცავს ერთი რაგბისტის მდებარეობის
კოორდინატს მთლ რიცხვს დიაპაზონში (0..100,000,000).
გამოტანის ფორმატი:
სტრიქონი 1: ისეთი (X,Y,Z) სამეულების რაოდენობა, სადაც Y არის X-ის მარჯვნივ,
Z არის Y-ის მარჯვნივ და მანძილი Y-დან Z-მდე მოთავსებულია XY-სა და 2XY -ს
(ჩათვლით) შორის, სადაც XY წარმოადგენს მანძილს X-სა და Y-ს შორის.
შესატანი მონაცემები
5 3 1 10 7 4 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
4 დაკოპირება
შეტანის განმარტება:
სულ 5 რაგბისტია და ისინი დგანან კოორდინატებზე 3, 1, 10, 7, და 4.
გამოტანის განმარტება:
ოთხი შესაძლო სამეულია შემდეგი: 1-3-7, 1-4-7, 1-4-10 და 4-7-10.