დროის ლიმიტი: 1 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: stdin
გამომავალი მონაცემები: stdout
წყარო: BULG, შუმენი, 2017, D2
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი პროგრამირებაში თბილისში უნდა ჩატარდეს. ღონისძიების სტუმრებს საჩუქრად უნდა გადაეცეთ კომპაქტ-დისკები საქართველოს შესახებ. სულ ჩემპიონატზე N სტუმარი უნდა ჩამოვიდეს. კომპაქტ-დისკებზე ჩასაწერი ინფორმაცია K კომპიუტერზე ჩაწერეს, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა დროს ანდომებს კომპაქტ-დისკზე ჩაწერას. დაწერეთ პროგრამა, რომელიც დაადგენს უმცირეს დროს, რომელიც საჭიროა ყველა N დისკზე ინფორმაციის ჩასაწერად.
შესატანი მონაცემები: პირველ სტრიქონში ორი მთელი რიცხვი N და K (1<=N,K<=105) - სტუმრების რაოდენობა და კომპიუტერების რაოდენობა შესაბამისად. მეორე სტრიქონში K ცალი მთელი რიცხვი ti - თითოეული კომპიუტერისათვის კომპაქტ-დისკზე ინფორმაციის ჩაწერისათვის საჭირო დრო (1<=ti<=105).
გამოსატანი მონაცემები: ერთი მთელი რიცხვი - მინიმალური დრო, რომელიც საჭიროა N კომპაქტ-დისკზე ინფორმაციის ჩასაწერად K კომპიუტერის საშუალებით.
შესატანი მონაცემები
3 2 10 15 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
20 დაკოპირება