ოთხი რიცხვი

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout

წყარო: BULG, შუმენი, 2017, E1


მოცემულია ოთხი არაუარყოფითი რიცხვი, რომელთაგან თითოეული არ აღემატება 9999-ს. ჩაწერეთ ისინი ისეთი თანმიმდევრობით, რომ რაც შეიძლება დიდი რიცხვი მივიღოთ. მაგალითად, თუ მოცემულია რიცხვები 10, 0, 101 და 1005, ყველაზე დიდ რიცხვს მოგვცემს თანმიმდევრობა 101, 10, 1005, 0, ანუ უდიდესი რიცხვი იქნება 1011010050. დაწერეთ პროგრამა, რომელიც მოცემული ოთხი რიცხვისგან მათი თანმიმდევრულად ჩაწერის შედეგად შეადგენს უდიდეს შესაძლო რიცხვს.

შესატანი მონაცემები: ერთ სტრიქონში ოთხი მთელი არაუარყოფითი რიცხვი 0-დან 9999-მდე.

გამოსატანი მონაცემები: უდიდესი შესაძლო რიცხვი მოცემული ოთხი რიცხვის თანმიმდევრული ჩაწერით. 




მაგალითები

შესატანი მონაცემები
10 0 101 1005 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
1011010050 დაკოპირება