ბუბა და მარიო

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout


ბუბა თამაშობს „მარიოს“ და უნდა გაიაროს N (1<N<1000)  ტოლი მონაკვეთისაგან შედგენილი გზა, რომელზეც ზოგი მონაკვეთი დაზიანებულია. ბუბას შეუძლია თავისი გმირი გადაახტუნოს დაზიანებულ მონაკვეთებზე, თუკი მან მანამდე უფრო მეტი ან ტოლი სიგრძის დაუზიანებელი მონაკვეთი გაიარა ზედიზედ, წინააღმდეგ შემთხვევაში მან უნდა გამოიყენოს მაგია. მაგიის საშუალებით გადახტომა ხდება უახლოეს დაუზიანებელ მონაკვეთზე. დაწერეთ პროგრამა, რომელიც დაადგენს, თუ რამდენჯერ მოუწევს ბუბას მაგიის გამოყენება გზის გავლისას. მოძრაობა ხორციელდება მარჯვნიდან მარცხნივ. პირველი და ბოლო მონაკვეთები ყოველთვის დაუზიანებელია.

შესატანი მონაცემები: პირველ სტრიქონში მოცემულია ერთი მთელი რიცხვი N. მეორე სტრიქონში მოცემულია N ცალი ციფრი, რომელთაგან თითოეული 0 ან 1–ია. 0 აღნიშნავს დაზიანებულ მონაკვეთს, ხოლო 1 – დაუზიანებელს.

გამოსატანი მონაცემები: ერთი მთელი რიცხვი – მაგიის გამოყენებათა რაოდენობა.




მაგალითები

შესატანი მონაცემები
21 1 0 0 0 1 0 1 0 0 1 1 1 0 0 0 0 1 0 1 1 1 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
2 დაკოპირება