დროის ლიმიტი: 1 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: stdin
გამომავალი მონაცემები: stdout
ფიგურისტთა შეჯიბრში მონაწილეობდა N (1<=N<=10) მონაწილე, რომლებიც გადნომრილი არიან 1-დან N-მდე. თითოეულმა მათგანმა შეასრულა ორი გამოსვლა და შესაბამისად დაიმსახურა ორი შეფასება, რომელიც წარმოადგენს ნამდვილ რიცხვს 0-დან 60-მდე. პირველი გამოსვლა მონაწილეებმა შეასრულეს საკუთარი ნომრების ზრდადობით, ხოლო მეორე - კლებადობით. გამარჯვებულად ითვლება ის ფიგურისტი, რომელმაც ორი გამოსვლის ჯამში მეტი ქულა მოაგროვა. დაწერეთ პროგრამა, რომელიც დაადგენს, რომელმა ფიგურისტმა გაიმარჯვა.
შესატანი მონაცემები: პირველ სტრიქონში მოცემულია ერთი მთელი რიცხვი: N. მეორე სტრიქონში მოცემულია N ცალი ნამდვილი რიცხვი მძიმის შემდეგ ზუსტად ერთი ციფრით.
გამოსატანი მონაცემები: ერთადერთ სტრიქონში გამოიტანეთ ორი რიცხვი - გამარჯვებული ფიგურისტის ნომერი და მისი ჯამური შედეგი. გარანტირებულია, რომ ასეთი მხოლოდ ერთია.
შესატანი მონაცემები
4 26.7 55.9 39.6 51.0 33.4 47.8 51.7 56.2 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
2 107.6 დაკოპირება