დროის ლიმიტი: 1 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: stdin
გამომავალი მონაცემები: stdout
დღის განმავლობაში ბანკის სალაროში შესრულდა N (1<N<=1000) ოპერაცია. ოპერაციები მხოლოდ ორი ტიპის იყო: ფულის შემოტანა (სალაროს ჩანაწერებში აღნიშნულია 1-ით) და ფულის გაცემა (აღნიშნულია 2-ით). დაწერეთ პროგრამა, რომელიც გაარკვევს დღიურ ბალანსს (სხვაობას ბანკში შეტანილ და ბანკის მიერ გაცემულ თანხებს შორის).
შესატანი მონაცემები: პირველ სტრიქონში მოცემულია ერთი მთელი რიცხვი N. მომდევნო N სტრიქონიდან თითოეულში მოცემულია თითო ჰარით დაშორებული ორ-ორი მთელი რიცხვი - ოპერაციის ტიპი და თანხის რაოდენობა (დიაპაზონი 1-დან მილიონამდე).
გამოსატანი მონაცემები: ერთი მთელი რიცხვი - სხვაობა შემოტანილ და გაცემულ თანხებს შორის.
შესატანი მონაცემები
3 1 100 1 150 2 200 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
50 დაკოპირება
შესატანი მონაცემები
5 2 125 1 275 1 200 2 150 2 300 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
-100 დაკოპირება