პასიანსი

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout


ბუბამ პასიანსის ახალი ვარიანტი მოიგონა: ის იღებს N (2 <= N <= 300000) ცალ ბანქოს და სათითაოდ ალაგებს ერთ სვეტში. თუ მორიგი ბანქო დაემთხვევა უკვე დადებულს მასტით ან დასახელებით, მაშინ ორივე მათგანი გადის თამაშიდან. ბანქოში მოქმედებს 4 მასტი - ყვავი, ჯვარი, აგური და გული (ისინი შესაბამისად აღნიშნულია ციფრებით 1–დან 4–მდე) და 10 დასახელება (ისინი აღნიშნულია რიცხვებით 1–დან 10–მდე ჩათვლით). დაწერეთ პროგრამა, რომელიც ბანქოს მოცემული მიმდევრობისათვის დაადგენს, რამდენი ცალი ბანქო დარჩება სვეტში  N სვლის გაკეთების შემდეგ.

შესატანი მონაცემები: პირველ სტრიქონში მოცემულია ერთი მთელი რიცხვი N. მომდევნო N სტრიქონიდან თითოეულში მოცემულია ორ–ორი მთელი რიცხვი: შესაბამისი ბანქოს მასტი და დასახელება.

გამოსატანი მონაცემები: ერთი მთელი რიცხვი - სვეტში დარჩენილი ბანქოს რაოდენობა.




მაგალითები

შესატანი მონაცემები
6 2 7 1 9 2 5 2 5 3 9 3 8 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
2 დაკოპირება
შესატანი მონაცემები
10 3 9 1 10 1 5 2 9 4 3 3 4 1 6 1 10 2 4 4 1 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
0 დაკოპირება

შენიშვნა

ტესტის განმარტება. პირველი სამი ბანქო ჩვეულებრივ დაიდება სვეტში. მეოთხე ბანქო მასტითაც და დასახელებითაც ემთხვევა მესამეს, ამიტომ ორივე გავა თამაშიდან. სვეტში დარჩებიან (2,7) – ქვემოთ და (1,9) – ზემოთ. მეხუთე ბანქოს დასახელება ემთხვევა ზედა ბანქოს დასახელებას, ამიტომ ისინიც გავლენ თამაშიდან. საბოლოოდ სვეტში 2 ბანქო დარჩება: პირველი – (2,7) და მეექვსე – (3,8).