როუტერი

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout


ბუბას, გიორგის და ზურას სახლები ერთ წრფეზე მდებარეობენ. მათი სახლების კოორდინატები მთელი რიცხვებია და შესაბამისად უდრის A-ს, B-ს და C-ს (1<=A,B,C<=1000). ბუბას აჩუქეს როუტერი, რომლის მოქმედების რადიუსი (ანუ სიგნალის წვდომის ყველაზე  შორი წერტილი) არის R. დაწერეთ პროგრამა, რომელიც დაადგენს, არსებობს თუ არა წერტილი, რომლიდანაც როუტერის სიგნალი სამივე სახლს მიწვდება. როუტერი შეიძლება განთავსდეს სახლის გარეთაც.

შესატანი მონაცემები: ოთხი მთელი რიცხვი: A, B, C და R.

გამოსატანი მონაცემები: YES - თუ როუტერის სიგნალი სამივე სახლს მიწვდება და NO - წინააღმდეგ შემთხვევაში.




მაგალითები

შესატანი მონაცემები
10 18 16 6 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
YES დაკოპირება
შესატანი მონაცემები
30 15 60 20 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
NO დაკოპირება