დროის ლიმიტი: 1 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: stdin
გამომავალი მონაცემები: stdout
მოცემულია ფეხბურთის მატჩის ოქმი, რომლის პირველ სტრიქონში აღნიშნულია ორივე გუნდის მიერ ჯამურად გატანილი გოლების რაოდენობა, ხოლო მეორე სტრიქონში – თუ რომელ წუთზე გავიდა გოლები. დაადგინეთ, რომელ ტაიმში გავიდა მეტი გოლი.
შესატანი მონაცემები: პირველ სტრიქონში მოცემულია მატჩში გატანილი გოლების რაოდენობა N (1<N<20). მეორე სტრიქონში მოცემულია N ცალი რიცხვი – 1–დან 90–მდე. ტაიმი 45 წუთს გრძელდება.
გამოსატანი მონაცემები: FIRST – თუ პირველ ტაიმში გავიდა მეტი გოლი, SECOND – თუ მეორე ტაიმში გავიდა მეტი გოლი, BOTH – თუ ორივე ტაიმში თანაბრად გაიტანეს.
შესატანი მონაცემები
5 20 31 47 68 82 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
SECOND დაკოპირება