დროის ლიმიტი: 1 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: stdin
გამომავალი მონაცემები: stdout
გიორგი მუშაობს სათამაშოების ფაბრიკაში და ამჟამად ერთ–ერთი სახის საახალწლო სათამაშოზე ზუსტად ორ–ორ ნათურას ამაგრებს. მას აქვს a ცალი წითელი და b ცალი ლურჯი ფერის ნათურა. ვიდრე გიორგის აქვს შესაძლებლობა, სათამაშოებზე სხვადასხვა ფერის ნათურებს ამაგრებს, ხოლო თუკი ერთ–ერთი ფერის ნათურა გამოელია, ხოლო მეორე ფერის კიდევ აქვს, მაშინ ერთნაირი ფერის ნათურებს იყენებს. დაწერეთ პროგრამა, რომელიც გამოთვლის, თუ რამდენ სათამაშოზე დაამაგრებს სხვადასხვა და რამდენზე ერთნაირი ფერის ნათურებს.
შესატანი მონაცემები: ერთადერთ სტრიქონში მოცემულია ჰარით გაყოფილი ორი მთელი რიცხვი a და b (0 ≤ a, b ≤ 1000).
გამოსატანი მონაცემები: ორი მთელი რიცხვი – სხვადასხვა ფერის ნათურების მქონე სათამაშოთა რაოდენობა და ერთნაირი ფერის ნათურების მქონე სათამაშოთა რაოდენობა.
შესატანი მონაცემები
12 5 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
5 3 დაკოპირება
შესატანი მონაცემები
7 31 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
7 12 დაკოპირება