სტრიქონის გაშლა

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 54 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout

წყარო: RUSOI, მოსკოვი, გუნდური, 2003


განვიხილოთ ლათინური ანბანის ზედა რეგისტრის სიმბოლოებისაგან შეგენილი სტრიქონი  AAAABCCCCCDDDD.  მისი სიგრძეა 14.  ზედიზედ განმეორებული სიმბოლოები შევცვალოთ რიცხვებით, რომლებითაც მითითებული იქნება განმეორებათა რაოდენობა. ამრიგად, მივიღებთ სტრიქონს 4AB5C4D.  მისი სიგრძეა 7. ვუწოდოთ მას შეკუმშული სტრიქონი. დაწერეთ პროგრამა, რომელიც შეკუმშულ სტრიქონს დააბრუნებს საწყის მდგომარეობაში, ანუ გაშლის მას.

შესატანი მონაცემები: ერთადერთ სტრიქონში - შეკუმშული სტრიქონი, რომელშიც შეიძლება შეგვხვდეს მხოლოდ 2 ტიპის კონსტრუქცია:  ა) nA, სადაც n არის  A სიმბოლოს განმეორების რაოდენობა და ის წარმოადგენს მთელ რიცხვს 2-დან 99-მდე. ბ) კონსტრუქცია A, ანუ სიმბოლო რიცხვის გარეშე, რაც ნიშნავს, რომ შესაბამის ადგილას ის მხოლოდ ერთხელ უნდა გამოვიტანოთ. შეკუმშული სტრიქონის სიგრძე არ აღემატება 80-ს.

გამოსატანი მონაცემები: აღდგენილი სტრიქონი.

 




მაგალითები

შესატანი მონაცემები
3A4B7D დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
AAABBBBDDDDDDD დაკოპირება
შესატანი მონაცემები
22D7AC18FGD დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDAAAAAAACFFFFFFFFFFFFFFFFFFGD დაკოპირება