დროის ლიმიტი: 1 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: stdin
გამომავალი მონაცემები: stdout
პალინდრომი ეწოდება სიტყვას, რომელიც ერთნაირად იკითხება როგორც მარცხნიდან მარჯვნივ, ისე პირიქით - მარჯვნიდან მარცხნივ. მაგალითად სიტყვა "როგორ" პალინდრომია, ხოლო სიტყვა "ამოცანა" - არა.
სიტყვის ციკლური წანაცვლება შეიძლება განვსაზღვროთ შემდეგნაირად: ერთი ან რამდენიმე სიმბოლო გადავიტანოთ სიტყვის ბოლოდან სიტყვის დასაწყისში. მაგალითად, სიტყვა "ვიმასი" წარმოადგენს სიტყვა "მასივი"-ს ციკლურ წანაცვლებას ბოლო 2 სიმბოლოს თავში გადატანით.
დაწერეთ პროგრამა, რომელიც დაადგენს, შეიძლება თუ არა ციკლური წანაცვლებით (შესაძლოა ნულოვანი წანაცვლებაც) მოცემული სიტყვიდან მივიღოთ პალინდრომი.
შესატანი მონაცემები: დაბალი რეგისტრის ლათინური სიმბოლოებით შედგენილი სიტყვა, რომლის სიგრძე არ აღემატება 100-ს.
გამოსატანი მონაცემები: სიტყვა yes, თუ მოცემული სიტყვიდან რომელიმე ციკლური წანაცვლებით შეიძლება მივიღოთ პალინდრომი და სიტყვა no - წინააღმდეგ შემთხვევაში.
შესატანი მონაცემები
array დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
yes დაკოპირება
შესატანი მონაცემები
computer დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
no დაკოპირება
შესატანი მონაცემები
sis დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
yes დაკოპირება