ლუწი რიცხვის მიღება

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout


მოცემულია მთელი რიცხვი N. ვალდებული ვართ, ამ რიცხვში რომელიმე ორ ციფრს ადგილი გავუცვალოთ, გარდა პირველი ციფრისა. დაწერეთ პროგრამა, რომელიც დაადგენს, შესაძლებელია თუ არა N-ისგან ლუწი რიცხვის მიღება.

შესატანი მონაცემები: ერთი მთელი რიცხვი N (100<=N<=1018).

გამოსატანი მონაცემები: სიტყვა YES, თუკი N-ის რომელიმე ორი ციფრისათვის ადგილის გაცვლით შეგვიძლია ლუწი რიცხვის მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში - სიტყვა NO.




მაგალითები

შესატანი მონაცემები
125374 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
YES დაკოპირება
შესატანი მონაცემები
991739 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
NO დაკოპირება