ჩაკეტილი არეები

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout


პატარა ბუბას უყვარს ჩაკეტილი არეების გაფერადება. მას ხელში ჩაუვარდა ფურცელი, რომელზეც რიცხვი წერია და აპირებს ამ რიცხვებში არსებული ყველა ჩაკეტილი არე განსხვავებული ფერით გააფერადოს. ფურცელზე დაწერილი ციფრებიდან თითო ჩაკეტილი არე აქვთ ოთხიანს, ექვსიანს, ცხრიანს და ნულს, ხოლო რვიანს ასეთი ჩაკეტილი არე ორი ცალი აქვს. დაწერეთ პროგრამა, რომელიც გამოითვლის, თუ რამდენი განსხვავებული ფერის გამოყენება დასჭირდება ბუბას.

შესატანი მონაცემები: ერთი მთელი რიცხვი N (1<=N<=1018).

გამოსატანი მონაცემები: ერთი მთელი რიცხვი - ჩაკეტილი არეების რაოდენობა მოცემულ რიცხვში.




მაგალითები

შესატანი მონაცემები
1488 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
5 დაკოპირება
შესატანი მონაცემები
371 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
0 დაკოპირება