უცნაური სიტყვები

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout

წყარო: IBSU, 2015, ზამთრის ოლიმპიადა, VII-VIII


თემურის, იმის ნაცვლად, რომ საშინაო დავალებები მოამზადოს, ძალიან მოსწონს სიტყვებზე ოპერაციების ჩატარება. ერთ ოპერაციაზე მას შეუძლია აიღოს სიტყვაში უშუალოდ ერთმანეთის მეზობლად მდგომი ორი ერთნაირი ასო და ისინი ამ სიტყვიდან ამოშალოს (ასოების ამოშლის შემდეგ სიტყვაში მათ მარჯვნივ მდგომი სიტყვის ფრაგმენტი გადაადგილდება ორი პოზიციით მარცხნივ). თუ სიტყვაზე ამ წესით ოპერაციების ჩატარებით შესაძლებელია საბოლოოდ ყველა ასოს ამოშლა, მაშინ ასეთი სიტყვა განიხილება, როგორც უცნაური სიტყვა.    

მაგალითად, სიტყვები “abbacc”,  “aaabbbba”,  “dddd” უცნაურია ზემოთ აღწერილი პირობების მიხედვით, ხოლო სიტყვები “abcbac”, “aaa”, “aaabbbab”- არ არის უცნაური.

ამ იდეის მოფიქრების შემდეგ თემურის ერთადერთი საზრუნავი გახდა ყოველი სიტყვისათვის შეამოწმოს, არის თუ არა იგი უცნაური. უფრო მეტიც, მას აინტერესებს, რომელია ყველაზე გრძელი უცნაური სიტყვა თითოეული მისი მოსამზადებელი გაკვეთილის ტექსტში. ამას კი იმდენი დრო მიაქვს, რომ მისი აკადემიური მოსწრების მაჩვენებლები საგრძნობლად დაეცა.

დაეხმარეთ თემურს დროის დაზოგვაში და დაწერეთ პროგრამა, რომელიც იპოვის მოცემულ ტექსტში შემავალ მაქსიმალური სიგრძის უცნაურ სიტყვას.

 შესატანი მონაცემები: სტანდარტული შეტანის მონაცემები წარმოადგენენ ტექსტს, რომელიც თითო ჰარით გამოყოფილი სიტყვებისაგან შედგება. ტექსტში გამოყენებულია მხოლოდ დიდი და პატარა ლათინური ასოები. ითვლება, რომ დიდ და პატარა ასოებს შორის განსხვავება არ არის (ანუ, მაგალითად, “a და “A” ერთი და იგივე ასოდ შეგიძლიათ ჩათვალოთ). გარანტირებულია, რომ ტექსტი ერთ უცნაურ სიტყვას მაინც შეიცავს.  

გამოსატანი მონაცემები: სტანდარტული გამოტანის ერთადერთ სტრიქონში უნდა ჩაიწეროს მოცემულ ტექსტში შემავალი მაქსიმალური სიგრძის უცნაური სიტყვა. ნაპოვნი სიტყვა გამოტანისას მხოლოდ პატარა ლათინური ასოებით უნდა იქნას ჩაწერილი. თუ ტექსტი რამდენიმე ასეთ სიტყვას შეიცავს, უნდა გამოიტანოთ ის, რომელიც ტექსტში პირველად გვხვდება.   

  შეზღუდვები: ტექსტი არ შეიცავს 20 000-ზე მეტ სიტყვას და თითოეული სიტყვის სიგრძე არ აღემატება 100 ასოს.




მაგალითები

შესატანი მონაცემები
abbacc dd ne a alabala soos sos abcbacb დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
abbacc დაკოპირება