რომელი რიცხვი აკლია?

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout


ბუბამ დაწერა პროგრამა, რომელმაც ფაილში ჩაწერა ყველა მთელი დადებითი რიცხვი 1-დან (n+1)-მდე, რის შემდეგაც ერთი მათგანი შემთხვევით წაეშალა. დაწერეთ პროგრამა, რომელიც დაადგენს, თუ რომელი რიცხვი წაეშალა ბუბას.

შესატანი მონაცემები: პირველ სტრიქონში ერთი მთელი რიცხვი n (1<=n<=1000). მეორე სტრიქონში n ცალი მთელი დადებითი რიცხვი. 

გამოსატანი მონაცემები: ერთადერთ სტრიქონში ერთი მთელი რიცხვი, რომელიც ბუბას წაეშალა.




მაგალითები

შესატანი მონაცემები
10 1 6 4 5 9 10 11 8 2 3 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
7 დაკოპირება