დროის ლიმიტი: 1 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: stdin
გამომავალი მონაცემები: stdout
წყარო: IBSU, 2014, ზამთრის ოლიმპიადა, VII-IX
განვიხილოთ დადებითი მთელი n რიცხვის ორობითი წარმოდგენა. B(n)-ით აღვნიშნოთ მისი ციფრების ჯამი. მაგალითად, n=19=100112-თვის გვექნება B(19)=3.
დაწერეთ პროგრამა, რომელიც მოცემული n-თვის იპოვის S=B(1)+B(2)+…+B(n) გამოსახულების მნიშვნელობას.
შესატანი მონაცემები: სტანდარტული შეტანის ერთადერთ სტრიქონში მოცემულია ერთი მთელი დადებითი n რიცხვი (n ≤ 1 000 000).
გამოსატანი მონაცემები: სტანდარტული გამოტანის ერთადერთ სტრიქონში უნდა ჩაიწეროს გამოთვლილი S ჯამის მნიშვნელობა.
შესატანი მონაცემები
387 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
1612 დაკოპირება