დროის ლიმიტი: 1 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: stdin
გამომავალი მონაცემები: stdout
წყარო: BULG, 2011, გაზაფხულის ტურნირი, 4-5
ბუბა უყურებდა ფეხბურთის მატჩს და დაფაზე წერდა ანგარიშს ყოველი ცვლილების შემდეგ: 1:0, 1:1, 1:2, 2:2, 3:2. მატჩის დასრულების შემდეგ ბუბას უმცროსმა ძმამ ციფრებს შორის ჩაწერა პლიუსები და გამოთვალა ჯამი 1+0+1+1+1+2+2+2+3+2=15. ამის შემდეგ მან წაშალა ამ ტოლობის მარცხენა მხარე და დაფაზე მხოლოდ რიცხვი 15 დატოვა. დაწერეთ პროგრამა, რომელიც დაფაზე დარჩენილი რიცხვიდან გამოთვლის, თუ რამდენი გოლი გავიდა მატჩში.
შესატანი მონაცემები: ერთი მთელი რიცხვი - ზემოთ აღწერილი წესით დაფაზე დარჩენილი რიცხვი, რომლის მნიშვნელობაც არ აღემატება 1000-ს.
გამოსატანი მონაცემები: ერთი მთელი რიცხვი - გატანილი გოლების რაოდენობა.
შესატანი მონაცემები
15 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
5 დაკოპირება