Procedure PrintSum(A, L, R)
Begin
Sum = 0
For i = L to R do Sum = Sum + A[i]
Print(Sum)
End
საწყის მომენტში A[1] = 1, A[2] = 2, …, A[N] = N.
პროგრამა ამ მიკროპროცესორისათვის წარმოადგენს K რაოდენობის ოპერაციათა მიმდევრობას, სადაც თითოეული ოპერაცია არის ერთ-ერთი ზემოთ აღწერილი ორი ოპერაციიდან.
დაწერეთ პროგრამა, რომელიც მიკროპროცესორის მოცემული პროგრამის და მოცემული N-ის (მასივში ელემენტთა რაოდენობა) მიხედვით იპოვის მიკროპროცესორის მიერ დაბეჭდილ რიცხვთა მიმდევრობას.
შესატანი მონაცემები: შესატან მონაცემთა ფაილის პირველ სტრიქონში მოცემულია ორი მთელი N და K რიცხვი (1 ≤ N ≤ 10^9, 1 ≤ K ≤ 5000) _ მასივის ელემენტთა რაოდენობა და პროგრამაში ოპერაციათა რაოდენობა შესაბამისად. მომდევნო K რაოდენობის სტრიქონიდან თითოეულში აღწერილია პროგრამის თითო ოპერაცია. ოპერაციის აღწერაში პირველ ადგილზე მდგომი სიმბოლო გვიჩვენებს ოპერაციის ტიპს: ‘I’ (ASCII 73) – ინვერსია, ‘S’ (ASCII 83) – ბეჭდვა. ამ სიმბოლოს შემდეგ კი ჩაწერილია ორი მთელი L და R რიცხვი (1 ≤ L ≤ R ≤ N) (შესაბამისი ინდექსები).
პროგრამა აუცილებლად შეიცავს ერთ S-ოპერაციას მაინც.
შესატან მონაცემთა ფაილის ყველა სტრიქონში მონაცემები ერთმანეთისაგან თითო ჰარითა გამოყოფილი.
გამოსატანი მონაცემები: გამოსატან მონაცემთა ფაილი უნდა შეიცავდეს მიკროპროცესორის მიერ დაბეჭდილ რიცხვთა მიმდევრობას (თითო რიცხვს თითო სტრიქონში).