ელექტრონული ჟურნალი

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 128 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout

წყარო: GEOI, 2010, შესარჩევი


თბილისის ერთ-ერთ სკოლაში დაიწყო ექსპერიმენტული პროექტი "ელექტრონული ჟურნალი", რომლის მიზანი გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვაა. პროექტის რეალიზაციისათვის სკოლის შესასვლელში დადგეს სპეციალური მოწყობილობა, ხოლო მოსწავლეებს დაურიგეს ინდივიდუალური პლასტიკური ბარათები. სკოლაში ყოველი შესვლისას და გამოსვლისას მოსწავლეები მოწყობილობაზე ატარებენ თავიანთ პლასტიკურ ბარათს, რის შედეგადაც მონაცემთა ბაზაში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. ჩანაწერი შეიძლება იყოს ორი ტიპის: მოსწავლე შევიდა სკოლაში და მოსწავლე გამოვიდა სკოლიდან. მოწყობილობა არ იძლევა საშუალებას რამდენიმე მოსწავლე ერთდროულად შევიდეს სკოლაში და/ან გამოვიდეს სკოლიდან. ჩანაწერები მონაცემთა ბაზაში ყოველთვის ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაა განლაგებული. ცნობილია აგრეთვე, რომ ნებისმიერი დღის დასაწყისში და ბოლოს სკოლაში არცერთი მოსწავლე არ იმყოფება. გარდა ამისა, დროის ნებისმიერ მომენტში სკოლიდან გამოსული მოსწავლეების რაოდენობა არ აღემატება სკოლაში შესულ მოსწავლეთა რაოდენობას. 
    გარკვეული დროის შემდეგ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დავალებით ადგილობრივი რაიონული რესურსცენტრის წარმომადგენელი შემოწმების მიზნით აღნიშნულ სკოლას ეწვია. იგი უპირველეს ყოვლისა დაინტერესდა წინა დღეს მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებლებით. სამწუხაროდ, სისტემის მუშაობაში მომხდარი ხარვეზების გამო წინა დღის ზოგიერთი ჩანაწერი დაზიანებული აღმოჩნდა. მოხერხდა მხოლოდ ჩანაწერთა რაოდენობის და ზოგი მათგანის დადგენა. რა თქმა უნდა, მონაცემთა ბაზის ცალსახად აღდგენა შეუძლებელია, მაგრამ მასში არსებული ინფორმაციის მიხედვით გარკვეული დასკვნების გაკეთება შეიძლება.
    დასწრების ძირითადი სტატისტიკა ვუწოდოთ სკოლაში ერთდროულად მყოფი მოსწავლეების  მაქსიმალურ რაოდენობას.
    დაეხმარეთ რესურსცენტრის წარმომადგენელს და დაწერეთ პროგრამა, რომელიც მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის მიხედვით დაადგენს დასწრების ძირითადი სტატისტიკის შესაძლებელ მნიშვნელობათა შორის მინიმალურს და მაქსიმალურს.
 
    შესატანი მონაცემები: შესატან მონაცემთა ფაილის პირველ სტრიქონში მოცემულია ერთი მთელი რიცხვი N (2 ≤ N ≤ 2000) _ წინა დღეს მონაცემთა ბაზაში გაკეთებულ ჩანაწერთა რაოდენობა. მეორე სტრიქონი შეიცავს N რაოდენობის სიმბოლოს და აღწერს მონაცემთა ბაზის მდგომარეობას დაზიანების შემდეგ. ყოველი სიმბოლო შეესაბამება ბაზის ერთ ჩანაწერს და წარმოადგენს ერთ-ერთს შემდეგი სამიდან:
1. "+" (ASCII 43) _ მოსწავლე შევიდა სკოლაში;
2. "_" (ASCII 45) _ მოსწავლე გამოვიდა სკოლიდან;
3. "?" (ASCII 63) _ ჩანაწერის ტიპი დაზიანებულია. შეიძლება შეესაბამებოდეს როგორც მოსწავლის სკოლაში შესვლას, ისე სკოლიდან გამოსვლას.
 
    გამოსატანი მონაცემები: გამოსატან მონაცემთა ფაილის ერთადერთ სტრიქონში უნდა ჩაიწეროს ერთი ჰარით გამოყოფილი ორი მთელი რიცხვი – დასწრების ძირითადი სტატისტიკის შესაძლებელ მნიშვნელობათა შორის მინიმალური და მაქსიმალური შესაბამისად.
გარანტირებულია, რომ შესატანი მონაცემები კორექტულია და ამონახსნი არსებობს.
 
ტესტების 20%-ში არ გვხვდება სიმბოლო "?" 
ტესტების 50%-ში N ≤ 20
ტესტების 75%-ში N ≤ 200



მაგალითები

შესატანი მონაცემები
4 ++-- დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
2 2 დაკოპირება
შესატანი მონაცემები
4 ???? დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
1 2 დაკოპირება
შესატანი მონაცემები
8 ??++???? დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
2 4 დაკოპირება