მოცემულია მთელი რიცხვებისგან შემდგარი ორი მიმდევრობა: A და B. თითოეულ მათგანზე შეგვიძლია ჩავატაროთ შემდეგი გარდაქმნა: ნებისმიერი ორი მეზობელი ელემენტი შევცვალოთ მათი ჯამით. მაგალითად, თუ საწყისი მიმდევრობაა (-1, 2, -4, 1), მისგან ერთი ოპერაციით შეგვიძლია მივიღოთ მიმდევრობები: (1, -4, 1), (-1, -2, 1) და (-1, 2, -3).
იპოვეთ ოპერაციათა ის მინიმალური რაოდენობა, რომელთა ჩატარების შედეგად შესაძლებელია A და B მიმდევრობებისგან მივიღოთ ერთმანეთის ტოლი მიმდევრობები ან გამოიტანეთ შესაბამისი შეტყობინება, თუ ეს შეუძლებელია. ორი მიმდევრობა ტოლია, თუ ისინი ერთიდაიმავე რაოდენობის ელემენტებისგან შედგებიან და ერთნაირ ადგილებზე მდგომი რიცხვები ტოლია.
შესატანი მონაცემები: შესატან მონაცემთა ფაილის პირველ სტრიქონში აღწერილია A მიმდევრობა. პირველი რიცხვი აღნიშნავს მისი ელემენტების NA რაოდენობას (1 ≤ NA ≤ 2,000). შემდეგ მოდის NA რაოდენობის მთელი რიცხვი – მიმდევრობის წევრები. მიმდევრობის არცერთი წევრის აბსოლუტური მნიშვნელობა არ აღემატება 1000-ს.
მეორე სტრიქონში ანალოგიური ფორმატით მოცემულია B მიმდევრობა.
სტრიქონებში რიცხვები ჰარებითაა გამოყოფილი.
გამოსატანი მონაცემები: გამოსატან მონაცემთა ფაილის ერთადერთ სტრიქონში უნდა ჩაიწეროს ოპერაციათა მინიმალური რაოდენობა. თუ ამონახსნი არ არსებობს, გამოიტანეთ -1.