9B: საბანკო ოპერაციები

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout


დღის განმავლობაში ბანკის სალაროში შესრულდა  N (1<N<=1000) ოპერაცია. ოპერაციები მხოლოდ ორი ტიპის იყო: ფულის შემოტანა (სალაროს ჩანაწერებში აღნიშნულია 1-ით) და ფულის გაცემა (აღნიშნულია 2-ით). დაწერეთ პროგრამა, რომელიც გაარკვევს დღიურ ბალანსს (სხვაობას ბანკში შეტანილ და ბანკის მიერ გაცემულ თანხებს შორის).

შესატანი მონაცემები: პირველ სტრიქონში მოცემულია ერთი მთელი რიცხვი N. მომდევნო N სტრიქონიდან თითოეულში მოცემულია თითო ჰარით დაშორებული ორ-ორი მთელი რიცხვი - ოპერაციის ტიპი და თანხის რაოდენობა (დიაპაზონი 1-დან მილიონამდე).

გამოსატანი მონაცემები: ერთი მთელი რიცხვი - სხვაობა შემოტანილ და გაცემულ თანხებს შორის.


მაგალითები

შესატანი მონაცემები

3 1 100 1 150 2 200

გამოსატანი მონაცემები

50

შესატანი მონაცემები

5 2 125 1 275 1 200 2 150 2 300

გამოსატანი მონაცემები

-100