80B: ფეიერვერკი

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout


    დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ფერმერ ჯონს სურს ბესი ფეიერვერკს დაესწროს. 
რადგან ბესის გაუჭირდება სრულად უყუროს მთელს შოუს, ფჯ-ის სურს გაიგოს წარმოდგენის 
რა ნაწილს ნახავს ბესი. რაკეტების გამშვები მოწყობილობები (ქვემეხები) გადანომრილია 
თანმიმდევრობით 1-დან C-მდე (1<= C <= 100). i-ური ქვემეხიდან ფეიერვერკის რაკეტებს 
უშვებენ ყოველ T_i (1<= T_i <= N) წამში (ამ ამოცანაში ყველა მონაცემი მთელ რიცხვს 
წარმოადგენს). წარმოდგენის გახსნისას ყველა ქვემეხიდან გაისვრიან დროის 0 მომენტში. 
ილუმინაცია (ნათება) რაკეტის გაშვების შემდეგ ჩანს მხოლოდ ერთი წამის განმავლობაში - ეს წამი 
რაკეტის გაშვების წამია. ბესი ესწრება შოუს  დროის 1 მომენტიდან N (1 <= N <= 2,000,000)
წამის ჩათვლით. დაეხმარეთ ფჯ-ის, გაარკვიოს თუ რამდენჯერ დაინახავს ბესი რაკეტების 
გაშვებას დროის იმ შუალედში, როცა ის შოუზე იქნება. 
 
შეტანის ფორმატი:
* სტრიქონი 1: ჰარით გაყოფილი ორი მთელი რიცხვი: C და N.
* სტრიქონები 2..C+1: სტრიქონი i+1 შეიცავს ერთ მთელ T_i რიცხვს.
 
 
განმარტება:
შოუზე ორი ქვემეხია: ერთი ისვრის რაკეტას ყოველ 4 წამში, მეორე - ყოველ 6 წამში. 
ძროხები იმყოფებიან შოუზე 1 წამიდან მე-20 წამის ჩათლით. ქვემოთ ნაჩვენებია დიაგრამა, 
რომელიც ასახავს რაკეტების გაშვებას და ძროხების ყოფნას ფეიერვერკზე.
 
      CCCCCCCCCCCCCCCCCCCCCCCCCCCCCCCCCCCCCCCCCCCCCCCCCCCCCCC
2                                   2                                   2 ...
1           1     2     1           1           1     2     1           1 ...
+--+--+--+--+--+--+--+--+--+--+--+--+--+--+--+--+--+--+--+--+--+--+--+--+ ...
0  1  2  3  4  5  6  7  8  9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 ...
 
გამოტანის ფორმატი:
* სტრიქონი 1: ერთი მთელი რიცხვი - იმ განსხვავებული წამების რაოდენობა 1..N ინტერვალში,
              რომელთა განმავლობაში ძროხები ხედავენ ფეიერვერკს,
 
 
 
 

მაგალითები

შესატანი მონაცემები

2 20 4 6

გამოსატანი მონაცემები

7

შენიშვნა

განმარტება:
რაკეტების გაშვება მოხდება დროის შემდეგ მომენტებში: 4, 6, 8, 12, 16, 18, 20 - სულ 7 
განსხვავებული წამი. შევნიშნოთ, რომ მე-12 წამზე ერთდროულად მომხდარი ორი გასროლა, ითვლება ერთად.