6C: ჰამაკები

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout


საწარმომ მიიღო შეკვეთა ჰამაკების დამზადებაზე. შესაბამისი საქსოვი დაზგა ისეა მოწყობილი, რომ ერთი ჰამაკის დასამზადებლად მას სჭირდება k (1<=k<50) სიგრძის ერთიანი უწყვეტი თოკი. საწყობში ამჟამად ინახება თოკის n (1<=n<100) ცალი გორგალი, რომელთაგან თითოეულს მანამდე აჭრიან k სიგრძის ნაჭრებს, ვიდრე ეს შესძლებელია. დაწერეთ პროგრამა, რომელიც გამოითვლის საწყობში დარჩენილი თოკის ნაჭრების ჯამურ სიგრძეს.

შესატანი მონაცემები: პირველ სტრიქონში ორი მთელი რიცხვი - n და k, თოკის გორგალთა რაოდენობა და ერთი ჰამაკის დასამზადებლად საჭირო თოკის სიგრძე შესაბამისად. მეორე სტრიქონში n ცალი რიცხვი - თოკის გორგალთა სიგრძეები.

გამოსატანი მონაცემები: ერთი მთელი რიცხვი - საწყობში დარჩენილი თოკის ნაჭრების ჯამური სიგრძე.


მაგალითები

შესატანი მონაცემები

2 5 9 9

გამოსატანი მონაცემები

8

შესატანი მონაცემები

3 5 10 16 5

გამოსატანი მონაცემები

1